კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:07

 

 

 

საქართველოსა შევხარი და მისთვის შეფიცულებსა,

რომელნიც თავსა სტანჯავენ, ღმერთს აბარებენ სულებსა.

შევნატრი მათსა წინამძღოლს, ვაჟკაცს ამაყსა სულითა,

ქართველთა ლხინით მომლხენსა, სხვად შეზღუდულსა გულითა.

მინდა სალამი მივართო ამ საუკუნო გმირებსა,

საქართველოსთვის ტანჯულებს და მისთვის ანატირებსა,

მთა-კლდეთად შეხიზნებულთა, უფსკრულთ ლანდებად ქცეულთა,

სიცოცხლე შეუწირიათ, ოღონდ უწამლონ სნეულთა.

სალამს მოგიძღვნით, ბელადო, მოსვლის უმალვე, წინდადა,

ჩვენც, თქვენი დავალებული აგვისრულებავ წმიდადა,

შრომა და ღვაწლი დავდევით თქვენ წინა გზადა, ხიდადა,

სიცოცხლეც შეგვიწირია, თუ თქვენ გაივლით მშვიდადა.

მთლად მოვიარეთ კახეთი - დღეს საზიზღართა სამეფო,

რკინიგზის სადგურს დავესხით, ხანი არ დავახანეთო.

ბიჭებმაც უთხრეს არტელჩიკს: - ფული აქ ჩაგვაბარეთო!

იმანაც გვითხრა: - აქ გახლავთ, წადით და წაიძღვანეთო,

ოღონდ ჩვენ ნურას შეგვამთხვევთ, მშვიდობით მაიხმარეთო.

არც ვის კი ჩაუხველებავ, საქმე მაეწყო განგებით: -

კარები გადავუკეტეთ, ფული წავიღეთ პარკებით,

ტყეთა მფლობელის დარაჯნი მოვალთ და მოვესწრაფებით.

იმას ვერ ვიტყვი სრულიად, რაც გზაზე დავიტანჯეთა,

მხოლოდ მოვედით თქვენ წინა და მშვიდობითა გნახეთა,

ყველთვისამც გაგემარჯვებათ, ასცდებით მტრისა მახეთა,

თქვენ, ერთადერთო იმედო, ქართველთა სიამაყეთა.

ნუმც მოუშალოს უფალმა თქვენი იემდი ქართველთა

და მისცეს ლხენა უთქმელი დიდის წვა-დაგვის მნახველთა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხა ხელაშვილი  • • •   მიხა ხელაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ