ჩოლოყაშვილი რომ ვნახე, უცხო რამ სანახავია, ვუამბე მთების ამბავი: - მტერმ წაგვიხდინა ფშავია, დღემდი მარტოკა ვიბრძოდი, მტერთან არ შავკარ ზავია, სამშობლოს უნდა შავწირო სიცოცხლე, ჩემი თავია...
მივიღეთ ფშაველ-ხევსურთა, როგორც მთის ხალხის ზნე არი, შავღებეთ მტრისა სისხლითა ჭალები სიპებიანი, მკვდრებით ავავსეთ არაგვი, მანამდე კალმახიანი, გამოვყევ, ამოვიარეთ მთა-გორი ჭიუხიანი...
ძლიერი ქართული დროშა შენ უნდა ააფრიალო, დაგვიცავ ქაქუცას რაზმი, შენ, განგებაო, ღვთიანო, ჩვენ სალოცავად დამდგარნო მთის წვერნო, დავლათიანნო! ვაი, რა სანატრელი ხარ, თავისუფლებავ, ტიალო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |