კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:57

 

 

 

ასე ლამაზად, ასე მარტივად

როგორ მოგნათლეს ნეტავ მარტვილად,

როგორ მოგხატეს, როგორ ეცადნენ,

რომ აგიყვანეს, ასე ზეცამდე.

ხარობს და ფეთქავს შენი სხეული,

საუკუნეთა არ ხარ ძლეული,

ხარ აფრენილი, როგორც ოცნება,

შენი ყოველი ქვა იკოცნება.

ისევ ახდები, აღარ გვეცლები,

დაგჭიკჭიკებენ თავზე მერცხლები,

სიზმარს მოჰგავხარ, აუ, როდინდელს

აქ დავითს ვხედავ, ვხედავ ჭყონდიდელს.

ცისკენ ილტვოდა შენი მიზანი,

გაჩუქურთმებდა თვით ოპიზარი,

დრო ვერ შეგეხო ნამზევ გოლიათს,

სხვა სიტურფე გაქვს, სხვა ჰარმონია.

ავსებული ხარ ნათელ-მირონით,

გუგუნებს შენი სანაპირონი,

ისევ ირთვები და იხატები,

შენი ფრესკებით, შენი ხატებით.

ასე ლამაზად, ასე მარტივად

როგორ მოგნათლეს ნედავ მარტვილად.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯემალ ჩახავა  • • •   ჯემალ ჩახავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ