კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:47

 

 

 

კედლებს შერჩენიათ სანთლის სუნი,

თვალი გართულია მზით და მზერით,

ქვევით მცხეთა მოჩანს დანისლული,

მზესთან მარტო რჩება ზედაზენი...

ნისლი ბავშვივით წევს ტყის მკლავებზე,

ასკილები ღიმს ვერ იკავებენ -

მცხეთელი გოგოსავით იცინიან,

ჰოიდა, რა კარგი სიცილია!

ეს ხომ მამულის სიცილია,

ამ სიცილს უღელივით შემოვიდგამ

ქედზე და, ვითომ არც მივლია,

ქალაქში ფეხმარდად შემოვიტან!..

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ გაფრინდაშვილი  • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ