ხომ არ წამოხვალ შენ ჩვენთან ომში? იქ, ჩვენ ტაბლასთან, ანაზდად გკითხეს, ფუჰ, აგვერიე კამბეჩი ლომში და... ჩვენს საძმოში ჩაგრიცხეთ იმ დღეს. კაცად გიცანით გაგნათლეთ ტომში, გატეხე პური, ასწიე ჭიქაც. მართალი იყო ერთი სპა ორში. შენ - კუდს იქნევდი აქაც და იქაც. სველი გაქვს ლანჩა სიგლახის ტბორში, - სხვაგვარად მიდის: აწ შენი გზები იუდას ვერცხლი მოგართვეს ხონჩით, შუა ჩამოდის მდინარე - მოვრჩით, ჩატეხილია ბურჯები ხიდის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |