კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:27

 

 

 

მხოლოდ საქართველოში

კლავენ უცხოს გულისთვის.

მხოლოდ საქართველოში,

ძმები მტრობენ ფულისთვის.

მხოლოდ საქართველოში,

განძს ეძებენ ნაგავში.

მხოლოდ საქართველოში,

ცუდს ვინ ხედავს ამაში?

მხოლოდ საქართველოში,

ცრემლი მარტო მოდაა.

მხოლოდ საქართველოში,

ხალხი შეუძლოდაა.

მხოლოდ საქართველოში,

კარგს არჩევენ ფასით,

მხოლოდ საქართველოში,

ნარდს აგებენ „მარსით“.

მხოლოდ საქართველოში

მაშინ იხდი ბოდიშს,

როცა შენ მანქანასთან,

მათხოვარი მოდის.

მხოლოდ საქართველოში,

ნახავ აბრას სადაც,

ჩვენ ენაზე აწერია მაგრამ,

ქართულს არ ჰგავს.

ყველგან მთელს მსოფლიოში,

რასაც გინდა იმას ნახავ...

მარტო საქართველოში:

“რაც გინახავს ვეღარ ნახავ.“

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ