ნიკოფსიიდან - დარუბანდამდე, ანაყოფიით - ტრაპიზუნამდე ჭკვიანთ ავხსნიდეთ, გიჟებს ვაბამდეთ... ერზე ვზრუნავდეთ, ბერზე ვზრუნავდეთ; ლელო გაგვქონდეს და გამოგვქონდეს; ომებს ვიგებდეთ ფიცხელ ომამდე; არწივთ ვითვლიდეთ შემოდგომამდე - ალაგმვით ქვეყნის მოღალატეთა, - შურის დამტევთა, ღვარძლის დამტევთა... დე, ვიყოთ ტახტის ყური და თვალი: ჩვენს სამტროდ ვინ, სად ალესა ხმალი?! ქიშმირის ძვირფას შალში რომც მალოს, რომც მოგვევლინოს ვაჭრად, ბაზაზად, შუბს ვერ დამალავს სპარსიც, ოსმალოც, თვალები გასცემთ კაენს, ავაზაკს. "ფაიქთა ლახტი" სჯობს "ნაზუქს ქებულს"... იგრძნეს მოყვრებმა: განმტკიცდა ტახტი, - ძალა მიეცა ბრძენკაცთა კრებულს, შუბს ვერ გაგვიყრის ზურგში ვერაგი. სასჯელი - ორგულთ!... პატივი - ერთგულთ!... ბაღვაშთა გვარიც განზე ვერა ხტის... სული მოითქვა ერმა და ბერმა, - გადასამნება არჩია მტერმაც. მაინც წერს დავით, - ოქროგულისა - საქმის კარნახით, ნამუსთან დავით ლექსს - "გალობანი სინანულისა". |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |