კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:08

 

 

 

შენი ზღვა და მზის ბრდღვიალი,

ცაზე ვარსკვლავთ განაზება

და ცის ცვარი, ლორთქო ფოთლებს

დაკიდული ალმასებად.


ქარაფს მორცხვად ჩახვეული

შენი ხავსი, შენი სურო

ლამის სულში გაიფოთლოს,

რომ სურვილი შემისრულოს.


შენს ყოველ ბუჩქს,

ყვავილს, ბალახს

სატრფოს თვალით ვაკვირდები,

შენი მიწა ავგაროზად

ყელზე ჩამოსაკიდები.


ნეტამც გულზე დამაყარო

და ცვრით კალა დამისველო,

რომ მეც ზამთრის თეთრ საბნის ქვეშ

შენს ფესვებთან დავისვენო.


ასე ხარბად მზეს რომ ვუმზერ,

მეც მოვხუჭო თვალი ვინძლო,

მერე ადრე, გაზაფხულზე,

შენს ფოთლებში გავიღვიძო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ