ამ სამოთხის ცქერით როგორ დავიღლები, ეს რა ფუნჯით შეუვერცხლავს გზები ნიავს? ქარმა ველზე გამოფინა ყვავილები, სიცოცხლის და სიყვარულის ზეიმია.
ქარის ფრთებზე ველს ბალახი მოცელვია... აქ ყოველი მოშრიალე ხე და ბუჩქი საქართველოს მომავალზე მლოცველია.
სხივი დაჰკრავს ოცნებებით მიღლილ თვალებს... ჰე, მამულო, ჩემი ლექსის ყველა ბწკარი შენდა ლოცვად, შენდა ლოცვად მითვალე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |