შენ სალამი აფხაზეთო, საქართველოს თაიგულო, მინდა სულში სანთლად მენთო და სიცოცხლედ დაგიგულო. ცაზე ვარსკვლავთ განაზება და ცის ცვარი ლორთქო ფოთლებს დაკიდული ალმასებად. უცხოელსაც მოჰგვრის ლხენას და მიტომაც გიწოდებენ სილამაზის ცისარტყელას... ხარობს შვილი ამირანის... ხარობს ძმა ძმით და აქ ბედის უმადური არვინ არის. აურაცხელ მერცხალთ ბუდეს და გაშლილა სხივთა ბადე მთაწმინდიდან ერცახუმდე... ნისლებივით გაგფანტვია და მშრომელი, გმირი ხალხის სიბრძნე გულზე გახატია... გაიმართე ასჯერ წელში... და დღეს მნახველს მზერას სტაცებს ულამაზეს აფსნის ეშხი. იმარჯვებდი უვიც მტერზე, და დღეს ძვირფას თვლებად ბრწყინავ მზის უნაზეს, მსუბუქ ფრთებზე. კვლავ მშვენდები და იზრდები, სიმღერებად დარჩნენ შენი საარაკო რაინდები. გულში შენი მთვარე მორცხვობს... შენ მეორე დედა ხარ და შენი მკერდი დამელოცოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |