კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:52

 

 

 

დანავარდობენ ბულბულები ცვრიან ვარდებში,

ცის ლაჟვარდებში მზის აკვნები კვლავ ირწევიან,

მაცხოვრის ხატთან დავდგები და გეტყვი ალერსით,

ჯვარი გწერია, საქართველოვ, ჯვარი გწერია.


ხარ მშვენიერი, უჭკნობ ეშხით და ბრწყინვალებით

ვაგლახ, მტრისათვის თურმე ძმობა გაგიწევია,

რამდენი გიცქერს ქვეყანაზე მუშტრის თვალებით,

ჯვარი გწერია, იმ თვალთაგან, ჯვარი გწერია.


მაინც რად არის, ასე ტკბილი შენზე ოცნება,

სულ შენ გეკუთვნის, თუ რამ ტრფობით დამიწერია.

ქართველი ერის საფიცარო და საოცრებავ,

ჯვარი გწერია, საქართველოვ, ჯვარი გწერია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ