კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:06

 

 

 

განდეგილები დგანან ოდები

და დანგრეული მტრისგან ტაძრები,

თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით,

მწუხარენი და ცამდე მართლები.


ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს,

როგორ წაგვართვეს, როგორ დავკარგეთ

და შორი ლოცვა წმინდა მამების,

გვიმსუბუქებდა თითქოს განაჩენს.


დღემდის მოღწეულს ტანჯვით, წვალებით 

სიტყვა არ უთქვამს მესხეთ-ჯავახეთს,

მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით

და გადაევლო ნაცნობ სანახებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სოსო ნადირაძე  • • •   სოსო ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ