მახსენდება კორბოული, ჩამომჯდარი ჩეროსთან, აივნიდან თავმომწონე იმერეთი მღეროდა...
დედის თბილი ხელებით მეფერება და მეღვრება იმერეთის ფერები...
ასჯერ ამოევლება, და მწვანეში ამოყვინთავს, თონეებად, ქვევრებად...
წელში გაიმართება, სუფრის თავში ჩამოდნება ჭინჭილებად, ყანწებად...
მჭადის გულად გექცევა, სტუმრის ჯიბრზე აენთება, სიმღერებად, ლექსებად...
ნაბახუსებს, ნავახშმევს, ლაჟვარდებში აგიტაცებს და ბავშვივით დაგარწევს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |