კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:54

 

 

 

ჩემო ქართველო! შუბმოღერილი

თეთრ ცხენზე თეთრი გეჯდა იმედი

ვის მოუხრიდი ამაყ ქედს მერე,

თავს ვის წინაშე დაიმცირებდი.


არ მიაგებდი ავსაც არავის,

მოყვასის ძებნის მცნებას მისდევდი

და მაინც მარტო იყავი მუდამ,

გულსაც ამიტომ ვერ იმვიდებდი.


ჯვარცმულ-ნაგვემო ურჯულოთაგან,

არ გღირსებია შვებაც მცირედი,

თუმცაღა ავის მოსურნის ჯიბრზე

უფრორე მეტად გაგვიძლიერდი.


და მაინც ახლა ისეთი დროა,

სიფხიზლეს ითხოვს ხვალის იმედი,

თორემ ამ აშლილ სუფრის გნიასში

თავს ფიქრით რატომ აიტკივებდი...


იწურვის წელი ორიათასი

და ჰა, მესამის ზღურბლთან მივედით...

და ფიქრის შემდგომ - ეს რა მართლის თქმად,

რა მრისხანებით აგვიხმიერდი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ