კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს, მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.
სული არეული ნისლად დაედება თბილისს, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |