მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი, ატალახებულ ქუჩებს მივყვები, ვუცქერ უკბილოდ დაღრეჯილ სახლებს. ხარბად დავეძებ მახინჯ სახეებს, მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი, ავზნიანი და ცოდვებით მთვრალი.
აკმევებს სურნელს სამიკინტო ღვინით და ხაშით, გიჟდება ღამე არღნის რწყევით, ზურნით და ტაშით. და ცა ლოტბარი შავად მორთული, ქურდებს და მკვლელებს გამოსვლას ურჩევს.
როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართ გუნდი ბრუნდება სახლში, გამეფდა ვნება ავადმყოფ სახლში, ბალღამს აქცევენ რუხ ქვაფენილებს ქუჩის მნათობთა თეთრი თვალები.
ჩემს წინ ქვეშერდომთ გაუმართავთ უცხო პარადი. ბოროტი განცდა სნეულ ფიქრის ხდება მარადი მე მსურს ყოველთვის ღამე იყოს ასე ნეტარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |