კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:12

 

 

 

ზეცა, ცვარჩამონამული,

მთებს ეფერება გოლიათს,

დამარცხებული მამული

გამარჯვებული გვგონია.


ვაი, რა ცეცხლში ვიწვებით,

წლები ავ სიზმრებს გვისევენ,

მიტაცებული მიწები

ჩვენი გვგონია ისევე.


არავინ გვითხრა - ,,დაიცათ!“

ღმერთო, რად მოგვეც ნება და

სულ ჩვენი ხელით დაიქცა

კარგი თუკი რამ გვებადა.


ეს გული რად გამერიყა,

მორჩა საზსა და ქამანჩას,

ჩვენივე ნებით შეირყვნა,

წმინდა თუ რამე გაგვაჩნდა.


მიდის დრო - ჯავრის მდინარე,

რის ცეცხლი და აგონია...

სულ მუდამ სისხლმომდინარე

ინით ნაღები გვგონია.


და როგორც ქრისტეს დამანი,

ვტეხეთ, მივუგდეთ ავყიებს,

ერის სუყველა სამანი

ერთობლივ მიმოვარყიეთ.


შენ სანამ უნდა გვარჩინო,

ვარდიც უყვედრად იეფობს...

,,ვაი, რა კარგი საჩინო,

რა ავად მიგიჩნიეთო.“


ზეცა, ცრემლჩამონამული,

მთებს ეფერება გოლიათს,

დამარცხებული მამული

გამარჯვებული გვგონია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ