კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:15

 

 

 

მამულის მთებო, 

ვიდრე ჩვენი სუნთქვა გეხლება,

ჩვენი ფრთის ქარი თავს გევლება

მსუბუქ ზვირთებად,

მანამ, იცოდე, რკინის გული

არ დაგეღლება,

იცოდე - 

მანამ არაფერი გაგიჭირდება.


მკერდით დაგიცავთ, 

აგარიდებთ გრიგალებს მზარავს...

უშფოთველ ძილით იძინებენ

მამა-პაპანი.

სულ იშრიალებს,

დროშასავით ენთება მარად

შენი კალთები

იმ უძველეს მზეში ნაბანი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ