კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 14:23

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

ჩემო ქვეყანავ, შენი ვარ,

ჩემო უქრობო ცისკარო.

შენს გარდა ვინ მყვარებია,

შენს გარდა ვინ შევიყვარო!


ჩემი ხატება შენა ხარ,

ეს გული - შენი ტაძარი,

შენთვის ეს გული დაიწვას,

ტაძრისგან დარჩეს ნაცარი.


მხოლოდ გულს კვნესა აღმოხდეს,

ადრე დანგრეულს, უდღეურს,

სამშობლო იყოს დღეგრძელი,

სამშობლო იყოს კურთხეულ!


ჩემს საიდუმლოს არ გავცემ,

არ გავხდი სხვათა ზიარად,

რომ ქვეყნად შენზე ძვირფასი 

მე არა მაბადია რა.


მგზავრს ჩრდილი დასდევს მზიანში,

მე კი არ გტოვებ წამითაც,

დარშიც, ავდარშიც შენთან ვარ,

შენთან ვარ დღითაც, ღამითაც.


მწუხრისას ჩრდილი იზრდება,

იზრდება ჩემი ნაღველიც,

ნაღველი - ჩემი მამულის,

წუხილის გამომსახველი.


შენს ერთგულებთან მივდივარ

და ძმურ სუფრაზე როცა ვარ,

მე ღვინით სავსე ჭიქას ვწევ

სამშობლოს დასალოცავად.


და თუმცა ღვინოს ამწარებს,

რაც შენთვის ცრემლი მდენია,

მწარე სასმისსაც ტკბილად ვცლი -

ეს სადღეგრძელო შენია! 

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ