კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:00

 

 

 

თერგი, სხვისი თვალით, შეჰხარის ზღვას,

ენგურს, ჩვენი თვალით, ზღვა უვსებს თვალს...

ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?! -

გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.


წინაპრებს ვიგონებთ, ჩვენ როცა ვსვამთ,

ხანდახან სხვისასაც ჩვენ ვტირით მკვდარს...

ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?! -

გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.


მავანი სხვის ხელში უკეთ გრძნობს თავს,

ჩვენ სიკვდილ გვირჩევნავ სიცოცხლე ავს...

ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?! -

გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ