კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:38

 

 

 

ერთხელ ვიღაცამ გულის განგებით,

როცა წაჰკიდა ღვინომ ალმური,

სადღეგრძელოში თქვა დანანებით,

პატარააო ჩემი მამული.


მაგრამ ამ ქედებს, ამ მთებს და გორებს

ხელისგულივით თუ გავასწორებთ,

სხვაზე ნაკლები სიგრძით და განით

არ ვიქნებითო აღარასოდეს.


ბედი ჩვენი რომ ნატვრის ანგელოსს

ღრუბლის ქულაზე ეძინა წამით

და არ ისმინა ბრიყვის სურვილი,

არ გამდმოსძახა ზეციდან - ამინ!


ისმინოს ყველამ, არ ესმის ვისაც

ჭეშმარიტება არა იგავი,

დედის კალთა და მშობელი მიწა

არ იზომება სიგრძე-სიგანით.


რად მინდა ფუჭი განი და სიგრძე,

სული მზეებით თუ არ ივსება,

მთებია ჩემი მამულის სიბრძნე,

სიმაღლე - ჩემი ქვეყნის ღირსება!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ