კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:22

 

 

 

ეს ამერეთი, ეს იმერეთი

ხომ სულ აგივსე ხმებით, უთვლელით -

მაინც სიმღერა, ათასმეერთე,

მიმდევს, თან მიმდევს შენთვის უთქმელი.


ხომ სულ ვადიდე შენი სახელი,

შენი ხმაური, შენი მთა-ბარი -

მიუღწეველი, მოუნახველი

მიმდევს, თან მიმდევს სიტყვა მთავარი.


შენი მთა-ბარი, შენი ხმაური

ჩემი ხორცია, ჩემი სისხლია - 

მიმდევს, თან მიმდევს ის სიყვარული,

რომელიც შენთვის არ ამიხსნია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ