თმენის საწყაო ივსება, ჩაქრა ნათება იელის... რის მტერი, ერთურთს ისედაც მშვენივრად დავერიენით.
იცვალნენ დრონი, მეფენი... მტერი რად გვინდა, თვითონ ვართ ერთურთის სისხლის მხვრეპელნი.
ზღაპრის გვიქსოვდნენ ფაჩუჩებს, მამული - ზოგი წაგვართვეს, ზოგიც ჩვენ გავასაჩუქრეთ.
ჟამო, რა ავად იდინე... თუ რამ გვებადა, წაგვგლიჯეს ან უცხოს მიგვაყიდინეს.
ტაშით დაგვაცვდა ნებები, ბავშვივით შეგვიყოლიეს ამაო დაპირებებით.
უღვთოდ დაღვრილი შარაზე, კარი, საჩვენოდ აღთქმული, ათასგან ჩაგმან-ჩარაზეს.
ჩაქრა ნათება იელის... რის მტერი, ერთურთს ისედაც მშვენივრად დავერიენით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |