სიტყვით შენ ამღვრევ წყალწმინდას, საქმით მე გავიწირები, სად ჰყავდა მამულს ამდენი მაოხრებელი გზირები.
მიწას აკვდები ლავიწით, შენ მტრობის ცეცხლი დააგზნე, შიგ კი მხოლოდ მე ჩავიწვი.
მიწა არ დაიმეხება, როს ხელი, მძიმედ ცოდვილი, მამულის დროშას ეხება.
საქმეს არ გკითხავს არავინ, ერის სახელით საუბრობს მეძავიცა და მპარავიც.
დღეს უნიჭობის მიმხედო, ჯვარს უნდა ეცვა როდემდე, მიწავ, ღვთისმშობლის წილხვედრო.
საქმით მე გავიწირები, სად ჰყავდა მამულს ამდენი მაოხრებელი გზირები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |