კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:00

 

 

 

ივსება ცოდვის კალათა,

მკერდზე შემაწყდა ბროში,

ის გიყვარს, ვინც გიღალატა,

ვინც გადაგცვალა გროშში.


ცარგვალზე უკვე იბინდა,

მადლს გიწონიან მისხლით,

შენ აღარც ერთგული გინდა,

არც შემწირველი სისხლის.


აღარ ყვავილობს ბაღი და

დრო მეც ნელ-ნელა მრიყავს,

ვინც უფრო ძვირად გაგყიდა,

ის უფრო მეტად გიყვარს.


ქარი დაღლილა წანწალით,

შუბლს ვერ მიგრილებს ქარი,

მე რად გინდივარ - საწყალი,

შენზე დარდისგან მკვდარი.


მთაში იქუხებს ირემი,

მწყერი დატოვებს ბუდეს,

მაინც შენ შეგეწირები,

როგორც არ უნდა გძულდე.


ცოდვის ივსება კალათა,

მკერდზე შემაწყდა ბროში,

ის გიყვარს, ვინც გიღალატა,

ვინც გადაგცვალა გროშში.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ