შუბლში ტყვია არ მიირტყა, საწამლავიც არ დალია: თუმც წააგო ომი - თვითონ მოგებული სარდალია! ძმები სულ იქ ჩაიხოცნენ... მოგებული სარდალი კი შინ დაბრუნდა ბრილიანტით, ბროლით, ლალით, სერდოლიკით... ალდაკრული ალმასები, ლამის კაკლის ოდენები... დაუმატეთ ახლა ამას უმაღლესი ორდენები! ეგ ვიცოდე, ნეტავ, ღმერთი რატომ აჩენს ასეთ კაცებს! ამათ ისევ ის არ ჯობდა? - გოთვერანი სააკაძე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |