კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:21

 

 

ჰგავს დღეს ჩეჩნეთი მარტორქას შეშლილს, 

ეს კოღო-ბუზი დიდ რუსეთს ერჩის, -

ვინ, ვინ შეჰბედა სხვამ რუსეთს რჩოლა -

ვაი, სირცხვილო - შური მჭირს ჩეჩნის.


დასუქებიათ - ჩვენს კაცებს გავა,

მჩხავანა კატა - ყასიდად ჩხავა, 

არა მგონია, წავიდეს ომში, 

ეგ დილის ხაშზეც საღამოს წავა...


კი, კბილის მატლი რუსია ჩეჩნის, 

კი, ხიშტს კაზაკიც გულ-ფილტვში შესჩრის, 

ხომ ჩემი სისხლი ჩეჩნებმა ხვრიპეს -

რაც გინდა თქვი და, შური მჭირს ჩეჩნის.


ჰგავს ეს საჩეჩნო მარტორქას შეშლილს, 

კოღო-ბუზია და ვეშაპს ერჩის... 

ვაი, სირცხვილო! - დავითის პატრონს, 

ერეკლეს პატრონს - შური მჭირს ჩეჩნის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ