ხარ ალესილი, როგორც ხმალი მაჩაბელების, ხარ ალეწილი, როგორც ვერხვი ტაშისკარისა, შენი სიმაღლე სიმაღლეა სახრჩობელების და გადმოხედვა ღვთისმშობელის, ქართლს რომ აღირსა.
და მუზარადი გაჭენებულ ათაბაგების. მტკვარი ასპინძში გადაჩეხილ თათრებს მიახვევს, მტკვარი თათრების ჯილოებით აღარ დადგება.
და რაინდები გადადიან ყანწებს ყანწებზე. ჯერ არ მომკვდარა აქ ვაჟკაცი სხვა დანანებით, რომ არ ედიდოს საქართველოს უკვდავების მზე.
რომელიც ხატავს ვარძიაში დედოფლის ფრესკას. ყველა ბატის ფრთა ძველ პოეტებს მინდა, მოვსტაცო, სირცხვილი არის იქ ბატის ფრთა თუ ხმალი რეკავს.
და თუ გვირგვინი უფრთოობით თავზე დაგატყდა, ჩემი გულიდან სხვა გვირგვინი გამოითალე - ეს ჰიპერბოლა ბევრ პოეტებს დასტოვებს სახტად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |