ყალბი პოეზიის ეთიკასთან ახლა უკანასკნელ რაუნდს ველი, აღმაშენებელი ერთი გვყავდა, დამანგრეველი კი - დაუთვლელი.
მტრებთან სუფრაზე წავუთვერით, თვითონ ვფლანგეთ და ვაპარტახეთ, რაც სხვებს გადარჩათ წაურთმევი.
სახლში - ცოლ-შვილი ჩაუცმელი, კაცი სანდო და ღირსეული არ დაგვრჩა ძელზე გაუსმელი.
გულში კი - ბოღმა გაუთქმელი, მოსხეპილ თავზე წამოვისხით ყველა ხეპრე და გაუთლელი.
ერთ დროს ერთი და დაუშლელი, თითი, ჩახმახზე ასხლეტილი, თოფი, სიფრთხილით დაუცლელი.
კმარა, ურჯულოს დავუძვერით, კმარა, რაც დღემდე გვითმენია დასათმენიც და დაუთმენიც.
დასახსნელია დაუხსნელი, დასადგმელია ცხრა უღელი არა მამული საძარცველად, მამულისათვის სამხარჯველოდ...
უტახტო, მაგრამ უტეხარი, ღმერთს ეთქვას: "უკვე უკეთ არი საქართველო!” |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ღლონტის პოეზია |