დაირიგეს ქვეყანა, მუქთად, არმად, ნისიად, ვინც საეჭვოდ ქართველობს, საქართველო მისია.
უცხო ფერის ნისლია, ვინც ქართული არ იცის, საქართველო მისია.
ათიანში ისვრიან, ვინც სპობს ქართულ მწერლობას, საქართველო მისია.
გახლავს მისი მისია, ვისაც საქართველო სძულს, საქართველო მისია.
სუყველაფრის ღირსია, ვისაც პირველობა სურს, საქართველო მისია.
სიზმრად ვხედავ სისხლიანს, ვისაც სისხლი სწყურია, საქართველო მისია.
ვეძებთ, ხელისკანკალით, ბაზალეთის ტბის ძირას, ვერ ვიპოვეთ აკვანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |