ამხედრებულო ვაჟკაცო, წვერ-ულვაში რომ გიხდება, როცა გულხარბი მტარვალი ხმალდახმალ გადმოგიხტება,
გახსოვდეს, რომ ხარ ვაჟკაცი, ნურასდროს დაგავიწყდება!
მამულისათვის ქართველი მტერს როგორ გაუმასპინძლდა.
რომ დუშმანთ თავბრუ დაესხას შენი ფრანგულის კაშკაშით.
დასჭექე, დააგუგუნე მამაპაპური “ვარადა”.
როცა გულხარბი მტარვალი ხმალდახმალ გადმოგიხტება,
ქართველი მეომარი ხარ, ნურასდროს დაგავიწყდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |