კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:44

 

 

 

არაფრის დარდი არა გვაქვს,

ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!

და როცა შეურაცგვყოფენ,

ხელუბრუნებლად ვითმინოთ.


გავშალოთ სუფრა მდელოზე,

ვიძახოთ ჰარი-ჰარალი!…

გზადაბნეულთა რად გვინდა,

რომ გზა ვიცოდეთ სავალი.


ის არ გვაფიქრებს, გვადარდებს -

მტერი კარს გვიდგა მრავალი;

არც რო გვწადიან შევიტყოთ

ჩვენის წყლულების წამალი!..


… დაჩერჩეტობენ მრავალნი,

ატყაპუნებენ ყურებსა,

ტყავი გააძვრეს ქვეყანას,

ჯიბეს იყრიან ფულებსა…


კაცებად იმათვე სთვლიან,

ამ ხალხის მძარცველ თულებსა!..

ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა,

ქვეყნის სამართალს მქისესა, -

იუდას საკმელს უკმევენ,

ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!..


ბრბო მაინც არ გათეთრდება,

რაც უნდა ხეხო ქვიშითა,

იმის სიყვარულს მოიხვეჭ

მხოლოდ ძალით და შიშითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ