დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა, მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა; თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |