კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 12:39

 

 

 

წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო,

იყო ორბელიანების

და ირაკლის სამოსახლო.


გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,

არსად ქვეყნად არ მინახავს

ადგილები უკეთესი!


ადგილები, ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან…

სანადირო ადგილები…

წამყე ბეთანიისაკენ!


მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,

გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -

მე აქ უნდა დავესახლო!


წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო,

იყო ორბელიანების

და ირაკლის სამოსახლო.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ