ქართლის მიწავ, უტკბილესო, საყვარელო ქართლის მიწავ, ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს, კავკასიონს, ცამდე აწვდილს. შვნაბადას, გულდაჟანგულს.
დილაობით შენ რომ იცვამ, დაცემულთა დაქცეულ სისხლს, დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ.
სანამ ნისლებს შემოახვევს, სააკაძის ხმალის ნატეხს, უკვდავებით ნათილისმარს.
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ! ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს, ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! -
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს... წმინდა ვალის მისახდელად უყოყმანოდ შეგეწირო.
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად. რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |