იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები… ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები, პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი. უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული. ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.
კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები, უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა, დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა!
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |