შენ წინათ ცაში დაქროდი, ესიტყვებოდი ვარსკვლავებს, და დედამიწის წალკოტი არარაობად ჩათვალე.
მეტყოდი მშობლის კილოზე: „ყრმაო, ყველაზე პირველად სამშობლოსათვის ილოცე“.
და წმინდა სულებს თან ახლდი, ახლა კი მიკვირს, იმგვარი აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
უპირველესი ყოვლისა - შენ ხმა დაკარგე წინაპრის, მამაცი მეციხოვნისა!
და მინდა ყურში ჩაგძახო: “ადექ, მგლის მუხლი მაიბი, რამ წაგახდინა, ყაძახო!”
და პირველ სიტყვის დამჯერემ, სამშობლოსადმი ლოცვები ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
თავადურ ხმათა ღრეობას, წაიკითხე და პაპათა დაგიბრუნდება მხნეობა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |