გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა არასოდეს არ გადაშენდება; ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება!
განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“, უნდა დაქროდე რუსთაველზედა.
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა? თავადის ქალო, იქნებ დაბერდი, სიბერის შუქი შემოგეპარა?!
გაიშრიალა თეთრი ზოლებით: ყველა წავიდა, ერთიღა დარჩი, მიწაში წვანან შენი ტოლები!
განმეორება გულს ჩამეწვეთა, შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები, დაგოგმანობდე რუსთაველზედა.
ვერ გაკილავდნენ ძველ სილამაზეს, როცა ჩამქრალი კელაპტარივით შემოხვდებოდი ვერის დაღმართზე.
არასოდეს არ გადაშენდება, ვაგლახ, ხელახლა ბაგისჩვილობა, ქალიშვილობა რა დაგშვენდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |