საგურამოში ხე არის ერთი, ხე - რხეული და რტოებხნიერი, აქ ისვენებდა მუზების ღმერთი და შუბლმაღალი ოლიმპიელი.
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს, აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან, მხრებგანიერი, ვით საუკუნე.
იმზირებოდა რტოებში მთვარე, ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს: - ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ როდის? - მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით, აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე, დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი...
თავის მამულის სასახელოდა. კაკლის ტოტები ახლაც მღერიან, რასაც პოეტის ყელი მღეროდა.
უკან დატოვა შავი ღრუბლები, მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი და კაკლის რტოებს ვესაუბრები.
მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით, თუ რამდენჯერ აცრემლებულა სამშობლოს ბედით გულდათუთქული.
როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი, როგორ გააპეს ბერდანის ტყვიით ოლიმპიელის მაღალი შუბლი.
რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას, რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული, დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.
სამოგზაუროდ მიდის მთაბარად და იფანტება ველზე გიშრებად ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად, მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა და პოეზიის ცეცხლში გამბანა...
ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა, ვინ იფიქრებდა, რომ წიწამური შეიქმნებოდა მისი გოლგოთა!
მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა, ასწიე თასი და უცებ შესვი, თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს.
და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი: წარსულმა დადგა მისი გოლგოთა, აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |