კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:10

 

 

 

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია

ღალატი, შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი,

მაგრამ შენ სად ხარ, რომლის შუბლზე ყველაზე დიადს

ფიქრს უუნათლესს შევიცნობდი მტკივანი ჩინით.


მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია

ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოღმა

და შენ გეძახი, რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია

და იგი ტყვია უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა.


შენშია მზერად სიამაყე უხედნელ კვიცის

და მზედ - სიტურფე დაგროვილი გლახაკთა მიერ,

შენ ჯერ არ ჩანხარ და მზესავით აღდგები, ვიცი,

შენ ჯერ არ ჩანხარ და გაღმერთებ ყველაზე ძლიერ.


და თუ ვარ წყლული იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია

მარაბდის შური და კრწანისის უძირო ბოღმა -

მე შენ გეძახი, რადგან ვიცი, ადრე თუ გვიან

ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჩხენკელი  • • •   თამაზ ჩხენკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ