ასპინძას მიდის მეფე ერეკლე, თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი... გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს... უკან დატივეს ძველი აწყური - ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი... ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო, არავინაა შენი მომრევი! მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას, მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე... სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო, ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი; შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო, ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!.. გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |