როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს და ბნელს შემოიხვევს, ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს, მძიმედ სძინავს ციხეს.
ხმაც არ აკრთობს სმენას, სძინავს ციხეს და თამარის საოცნებო სენაკს.
და სიზმარში ხედავს, რომ მის ბებერ გალავანზე არწივები სხედან.
ნიავ-ქარის ნანას, რომ მის ბებერ საძირკველთან ქართველები დგანან.
მუქი შუქი მთვარის, გალავანზე გადმოდგება საქართველოს თვალი.
დაღრუბლული სივრცე, დედოფალი იყურება არტანუჯის მხრისკენ.
თრთის და სიზმრად ხედავს: ეს ქართველთა ჯარი არის თუ უღრანი ხელთა.
მზესავით რომ მოჩანს, თუ ქართველთა ძველებური ჩალისფერი დროშა.
ვის უხდიან ჩაჩქანს. ეს - თამარი ესალმება საქართველოს ლაშქარს.
დაღრუბლული სივრცე, ეს - თამარი იყურება არტანუჯის მხრისკენ.
მზე რომ იწყებს კაშკაშს, ეღვიძება, როგორც ძილით დასვენებულ ვაჟკაცს.
გაგიჟებულ მხედარს. ეღვიძება, მაგრამ ძილში ნახულს ვეღარ ხედავს.
აშლის ხავსის ბალანს და გრუხუნებს ნაადრევი გაზაფხულის გვარად.
სიზმრით თავის სვე-ბედს და ხავსიან გალავანზე არწივები თვლემენ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |