(პათეტიკური) სალამი სალამს: ხერთვისს და რუსთავს; რუსთავს და არმაზს; არმაზს და ჭყონდიდს! ჩვენ ბევრჯერ ვიშვით და ბევრჯერ მოვკვდით. და როცა მოვკვდით - ყოველთვის ვცხონდით!.. სალამი სალამს: ნინოს და თამარს; თამარს და ნინოს; და ისევ - თამარს! თევდორე ხუცესს; პაატა რაინდს; ცხრა ლომგულ ძმას და არაგველს სამასს!.. ყველანი აქ ვართ! აქ არის ყველა! შეხედე: ცოტნეც მოვარდა ჩორთით! - საქართველოსთვის! საქართველოსთვის! საქართველოსთვის! ბიჭებო სწორდით!.. დიდება მამულს: ხერთვისს და რუსთავს; რუსთავს და არმაზს; არმაზს და ჭყონდიდს! საქართველოსთვის ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით, და როცა მოვკვდით - ყოველთვის ვცხონდით!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |