კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:52

 

 

 

სასახლეებში,

ბაღში, სკვერებში

როცა ამდენი

დროშა ფრიალებს,

ამ სიბერეში,

ამ სიბერეში

შენ რა ჯანდაბა

განაღვლიანებს?!

შენ რას გიშლიან

ეს ესკორტები,

ეს ტაშფანდურა

ესტაკადები,

ეს სინდისისგან,

ეს ნამუსისგან

მთლად გარეცხილი

დღეს პლაკატები?!

იმას, ბატონო,

რომ ზენიტზეა

მზე, - ვინ უწყის

როდის ჩაესვენება...

სანამ ეს დღეა,

სანამ ეს მზეა,

შენს საქართველოს

არ ეშველება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ