დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა პირქუში, როგორც ამაოება. შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით გამოქვბული და მყუდროება.
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა. ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.
გაუთენარი გზების ბოლომდე. კერპები თვლემდენენ გაღმით ბორცვებთან, ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ.
მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა.
ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს. მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე, ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს, ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს. ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.
გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა, მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს სამრეკლო ღამე იმეორებდა.
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები. ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან, ვით ხანშესული ქალდეველები.
ელავდა მთვარე - ქურუმთა ოდა. მოჰქონდათ ჯვარი, ჭაღები ენთო, და დანახვასზედ ჭოტი კიოდა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |