სამშობლო მართლაც ჩემი ხატია! - ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?! ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:
წვიმით, სექსით, სცენით, სიმით, ამით, იმით...
- ჩემი "მე" ამით ერთობა...
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |