არ დაცემულა საქართველო იმრიგად ჯერეთ, - იხილო მსგავსი და არ წაგსკდეს ცრემლები ღელედ.
შავით მოსილს - დღე იყო ჭრელი - შვილების ჯიბრზე გაეშვირა დედაკაცს ხელი.
და დაჭმუჭვნილ ღაწვებზე სითხე... „დედი, ვინა ხარ?! ქართველი ხარ?!“ - ტირილით ვკითხე.
წარბშეკრული და შიშის მგვრელი - შვილების ჯიბრზე გაეშვირა დედაკაცს ხელი...
რა შეგემთხვა, რა მოხდა, დედი?!“ „სიკვდილი, შვილო! - სთქვა გოროზად, - სიკვდილზე მეტი!“
ხუთი ჭრელი დავზარდე გველი....“ - შვილების ჯიბრზე გაეშვირა დედაკაცს ხელი.
საქართველო იმდენად ჯერეთ, - იხილო მსგავსი და არ წაგსკდეს ცრემლები ღელედ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |