ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ, კაცი რომ ნახო შენ დაცემული, თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ! შენი ვალია, შეგტკივდეს გული!
რომ დაცემული არის ორგვარი: ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა, და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!
ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება; მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!
ხელი მიეცი, წამოაყენე, და მეორეს კი ზედ დააფურთხე! იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე!
რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა, თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება.
გულს თუ დამადგა ვერც დავახველო, ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით! "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო"! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |