ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად, რომელთა დასდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად, რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად, რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად.
რომლისა კვამლი ჰაერში ქარის შებერვით არს მქრალი, ეგრეთ იქმნების აღხოცილ ამ სოფლად მისი სახელი, გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი!
დრომან შემუსრა, აღგავა მიწით მათნიცა საფლავნი: მარამ, სცოცხალან ჯერეთაც დიდების მათ მოედანი, მათი სახელი, მათ ხმალი, საქმენი სახელოვანნი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ ორბელიანის პოეზია |