კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:53

 

 

 

დღისა სიცხადით გულდაჩაგრულსა

ძილში მეღირსა ტკბილი სიზმარი:

ვნახე, რომ ქვეყნად ჩამოსულიყვნენ,

ნინო, ქეთევან და თვით თამარი.


თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი

და ქეთევანსა - წმინდა მოწამის,

ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა, -

ნიშანი დიდი ქრისტიანობის.


ზეცად აეპყრათ სამთავეს თვალნი,

საქართველოსკენ აშვერდნენ ხელსა

და შეერთებით, ხმაშეწყობილად,

ჰგალობდნენ ტკბილსა საგალობელსა:


- „დედაო ღვთისავ! შენი ხვედრია

ეს საქართველო დიდჭირნახული,

შეუნდევ ცოდვა!.. ნუ ააღებ ხელს,

ლმობიერებით იბრუნე გული!..


მოეც კურთხევა ზეცით, მაღალო,

და გამოჰსახე ძლიერად ჯვარი,

რომ აღადგინო ქართველთა ერი,

დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!


მისსა მხნეობას, მისსა ზნეობას

განუმტკიცებდე აღმაფრენასა

და შენს საქებრად, სადიდებელად

ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა,


რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა,

ქეთევან მარად შენ გადიდებდა

და ნინო ძისა შენისა მცნებას

შენგან რჩეულ ერს უქადაგებდა!..“

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ